საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი "დინამო" ბათუმი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება - ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.
მატჩი 28 მარტს 15:00 საათზე ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს მონღოლეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1-6 დამარცხდა.