გასტრონომიული მასტერკლასი

25 მარტი 2023, 17:33 945 ნახვა

აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე“ - პროექტის ფარგლებში სოფელ კოხში, ერთერთ საკალმახე მეურნეობაში გასტრონომიული მასტერკლასი მოეწყო, სადაც  თევზის სხვადასხვა სახის კერძები იყო წარმოდგენილი.  

პარალელურად, სპეციალისტებმა  ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ ინდუსტრიაში აკვაკულტურის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

გასტრონომიული მასტერკლასი „მწვანე სექტორის“, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით დაიგეგმა, რომლის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მისი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი