პენსილვანიაში შოკოლადის ქარხანა აფეთქდა - არის მსხვერპლი

25 მარტი 2023, 14:02 637 ნახვა

პენსილვანიაში შოკოლადის ქარხანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. ქარხანა, რომელშიც 850 ადამიანია დასაქმებული გვიან ღამით აფეთქდა.

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში