ესპანეთში ხანძარს ებრძვიან. ვალენსიაში ხანძრის შედეგად 3 ათას ჰექტარზე მეტი ტყის მასივი განადგურდა, 1 500-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე 500-ზე მეტი მეხანძრე და 18 თვითმფრინავი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.