ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ეზოში ღვაწლმოსილი ექიმების სახელის უკვდავსაყოფად მონუმენტი გაიხსნა,რომელზეც გარდაცვლილი მედიკოსების სახელ-გვარებია ამოტვიფრული. დღესვე დამსახურებულ ქირურგს აკაკი ბერიძეს საზეიმოდ გაუხსნეს ვარსკვლავი. „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კლინიკის ფოიში ისტორიული წარსულის ფოტოები გამოიფინა.