მეწყრული კერები მაღალმთიანეთში

24 მარტი 2023, 18:14 518 ნახვა

ხულოს იმ სოფლებიდან სადაც ბოლო რამდენიმე დღეში მეწყერი განვითარდა ჩამოშლილი მიწის მასის გატანა დაიწყეს.ამ ეტაპზე  ზოგიერთ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,  ნაწილში კი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტექნიკის შეყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება გზებზე ნაპრალებს, გამაგრება გეოლოგიური დასკვნის შემდეგ უნდა დაიწყოს. თოვლის დნობამ საავტომობილო გზის დაზიანების შემთხვევები გამოიწვია როგორც შუახევის ასევე ხულოს სოფლებში. მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახის ქირით გაყვანა გახდა საჭირო. ყველაზე მასშტაბური შემთხვევები დაფიქსირდა შუახევში  სოფელ ბუთურაულსა და  მახალაკიძეებში,  ხულოში სოფელ თხილვანში, გურძაულსა და უჩხოში. დამეწყრილ სოფელბს ამ დრომდე სწავლობენ გეოლოგებიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი