ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

23 მარტი 2023, 14:19 536 ნახვა

ზუგდიდის სასამართლოში „საქართველოს ბანკის„ ძარცვის საქმეზე ამ წუთებში პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. ისინი ძირითადად  ბანკის თანამშრომლები და ყოფილი მძევლები არიან. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა  დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომლითაც  ის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვდა.

როგორც ადვოკატმა სასამართლოზე განმარტა, პროკურატურამ მიმდინარე წლის   28 თებერვალს დაცვის მხარეს   ბადრი ესებუას ხმის ნიმუში გადასცა,  22 მარტს კი ალტერნატიული ექსპერტიზა დაინიშნა  და  ბადრი ესებუას ინტერესების დამცველი ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ახალი მტკიცებულების დართვას ითხოვდა სისხლის სამართლის საქმეზე.

პროკურორი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ 28 თებერვლიდან დღემდე თითქმის 1 თვეა გასული და აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატს  ამ ხნის განმავლობაში უნდა დაეყენებინა.

მოსამართლემ პროკურორის პოზიცია გაიზიარა და განმარტა,  რომ მხარე ვალდებულია სასამართლოზე   ახალი მტკიცებულებები  შესაძლებლობისთანავე  უნდა წარმოადგინოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი