როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს, მგონი, სჯობს, თავად გადასხდნენ სხვა ადგილას, თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია და როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ.
მისივე განმარტებით, დეპუტატს ვერავინ ვერსად გადასვამს – თუ უნდა, ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და კუთხეში დადგეს.
„ეს არის ზუსტად „იმერული ესკიზები“. ზოგადად, შეიძლება, არ იყოს კარგი, რომ პარლამენტში ასეთი ინციდენტებია, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატი შემოდის, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე, რომელიც სხვა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, ეს მიუღებელია. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური. ვთქვი, რომ ძალადობას ვამართლებ?
როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები. ზოგადად, პარლამენტებში ინციდენტები თავიდან უნდა ავიცილოთ.
დეპუტატს ვერავინ ვერსად გადასვამს – თუ უნდა, ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და კუთხეში დადგეს. მას პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში ყოფნა ეკუთვნის, რადგან აქვს მძიმე რეპუტაცია და კოლეგებს მოღალატეები უწოდა. როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თავად გადასხდნენ სხვა ადგილას. თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ ახლოს ჯდომა არ სიამოვნებთ „ხალხის ძალის“ წარმომადგებლებთან, სხვაგან გადასხდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს მიმართა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას.