ქართველ მებრძოლთა ხსენების დღე

23 მარტი 2023, 11:45 525 ნახვა

1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს დღეს ბათუმში.  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივი მიაგო ქალაქის ვიცე მერმა და  თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

1921 წლის მარტში საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა. თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს.

ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში 50 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი