გია ცეცაძე თელავის მთავარი მწვრთნელი აღარ არის

22 მარტი 2023, 19:55 409 ნახვა

საფეხბურთო კლუბ თელავის ფეისბუქის გვერდი წერს, კლუბსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა და სპეციალისტმა თელავი დატოვა.გია ცეცაძემ გუნდი გასული წლის ივლისში ჩაიბარა და მასთან ერთად თელავმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თელაველებმა 5 ტურში 5 ქულის მოპოვება შეძლეს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. ცეცაძის ხელმძღვანელობით თელავი საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოედანზე 21-ჯერ გავიდა, 3 მატჩი მოიგო, 10 ფრედ ითამაშა და 8-ში დამარცხდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ გახდება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში