ბათუმელი მებრძოლების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

22 მარტი 2023, 10:53 1205 ნახვა

ცხრა სპორტსმენი და ცხრა სხვადასხვა სინჯის მედალი, - ასეთია ბათუმის საბრძოლო აკადემიის მებრძოლთა მონაგარი შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. ნუგზარ ტუღუში, ლევან შაინიძე და აბდულ-ქერიმ ბორჩაშვილი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

რეზი გოგუაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გოგი მახარაძე, ბექა შაინიძე, კობა სალაძე, რომა ჯინჭარაძე და ლევან მაკარაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ. გუნდი უკვე დაბრუნდა ბათუმში და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება. 

აპრილში ბათუმის საბრძოლო აკადემიის ორი წარმომადგენელი გოჩა შაინიძე და რუსლან ბოლქვაძე ჯი-ეფ-სის ტურნირზე იჩხუბებენ, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც დუბაისა და ბაჰრეინში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი