პაკისტანსა და ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

22 მარტი 2023, 09:37 494 ნახვა

პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პაკისტანი ავრცელებს. 

ორივე ქვეყანაში სახლები და შენობები დაზიანდა. 

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში