საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის შეკრება დაიწყო

21 მარტი 2023, 19:42 519 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო.  საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო მატჩები კვირას ჰქონდათ, ეროვნულ გუნდს დღეს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნები მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. ოფიციალურად საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ერლინგ ჰალანდი ვერ ითამაშებს. მანჩესტერ სიტის გოლეადორი საზარდულის ტრავმის გამო ვერც ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს და არც ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გავა მოედანზე.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში