რეზო ხარაზი არჩილ ჩიქოვანს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

21 მარტი 2023, 11:05 694 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ქალაქის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის თქმით, არჩილ ჩიქოვანი იმ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც მისივე რწმუნებით  ეჭვმიტნილია სამუშაოების არასათანადოდ შესრულებაში.

აქვე განმარტავს, რომ  კომპანია ქართულ ოცნების შემომწირველიცააა.  ოპოზიციონერი დეპუტატის განცახებით შპს,, გზა’’ 26 მილიონ ლარს მიიღებს სამი ქუჩის კეთილმოწყობისთვის, მაშინ, როცა მათ ნაწილს რეაბილიტაცია გასულ წლებში უკვე ჩაუტარდა.

რეზო ხარაზმა ბრიფინზე მიმდინარე წელს შესრულებულ პროეტებზე ისაუბრა, რომლებიც მისივე თქმით, უხარისხოდაა შესრულებული და ქალაქის მერს ამ საკითხით  დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი