ის, რომ მიხეილ ჩხენკელი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა, ამის არ სჯერათ ოპოზიციაში. მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკადრო ცვლილება ახალგაზრდების განწყობებმა განაპირობა.
აქვე გეტყვით, რომ მიხეილ ჩხენკელი სწორედ გახარიას პრემიერობის დროს დაბრუნდა მინისტრის პოზიციაზე მეორედ.
,,შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება“ - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის სხვა წევრები საკადრო ცვლილებას.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ოცნება თანამდებობებით ვაჭრობს, რასაც მმართველ გუნდში არ იზიარებენ.