ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული მოღვაწის, გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნებთან ერთად, სომხეთის გუნდიც მონაწილეობდა. ტურნირი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ჩატარდა.
ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრება მომავალში უფრო მასშტაბური გახდება და მასში მონაწილეობას არაერთი ქვეყანა მიიღებს.