დღეს ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი იწყება

18 მარტი 2023, 16:22 909 ნახვა

დღეიდან, მონტენეგროში სტარტს აიღებს ჭადრაკში ევროპის ქალთა რიგით 23-ე პირველობა. ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ-სიის ლიდერი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილია.

ლელა ჯავახიშვილი მეექვსეა, ხოლო მერი არაბიძე რეიტინგით მეცხრე ადგილზეა. 

საქართველოს სახელით კონტინენტის ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

  • 1.ბელა ხოტენაშვილი  (2491)
  • 2.ლელა ჯავახიშვილი  (2443)
  • 3.მერი არაბიძე               (2433)
  • 4. სალომე მელია           (2366)
  • 5.ლილე ქორიძე             (2122)
  • 6.ელენე წოწონავა         (2030)
  • 7.ნია დონღვანი              (2025)
  • 8.დიანა ლომაია             (1950) 

ასპარეზობაზე 35 ქვეყნის 139 მოჭადრაკე ითამაშებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი