უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

17 მარტი 2023, 10:01 577 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის  70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე.

მძიმე ბრძოლებია ბახმუტში, რომელსაც რუსული ძალები მასირებული შტურმით უტევენ, თუმცა ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები ძალების მობილიზებას ცდილობენ და ქალაქ უგლედარზე შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი