ახალგარდების პროექტების კონკურსი ხელვაჩაურში

16 მარტი 2023, 18:10 1343 ნახვა

“ თეატრალური დასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა მონაწილეობით, ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება  “ - ხელვაჩაურის მერია ამ და კიდევ  5  ახალგაზრდულ პროექტს დააფინანსებს. ინიციატივები ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინეს. საუკეთესო იდეები კი სპეციალური კომისიამ შეარჩია.  ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი პროექტს ყოველწლიურად ახორციელდებს და მიზანი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზია, გენდერული სტერეოტიპების დარღვევა, ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში