ლონდონში მეტროსა და განათლების სისტემის მუშაკები გაიფიცნენ

16 მარტი 2023, 10:25 577 ნახვა

ლონდონის მეტროს თანამშრომლები პენსიების, სამუშაო ადგილებისა და საკონტრაქტო შეთანხმებების შესახებ მიმდინარე დავის ფარგლებში გაიფიცნენ. დილიდან ასობით ადამიანს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ალტერნატიული ტრანსპორტის რიგში მოუწია დგომა.  

ლონდონის  მეტროს თანამშრომლების გაფიცვა წინ უსწრებს  ეროვნული რკინიგზის მუშაკთა საყოველთაო გაფიცვას. ლონდონის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გამართეს  მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და  მშობლებმა.  ისინი ღირსეულ შრომის ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

გასულ თვეში დიდი ბრიტანეთის მთავრობა  განათლების მუშაკთა პროფკავშირებს  დაგეგმილი გაფიცვების გაუქმების სანაცვლოდ  ხელფასებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას დაჰპირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი