სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები თავდაცვის ახალ კოდექსს გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით.
თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დიპლომატიური კორპუსის, ნატოს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.