თურქეთის მიწისძვრით განადგურებულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობაა

16 მარტი 2023, 11:14 585 ნახვა

სულ მცირე  14 ადამიანი იმსხვერპლა ძლიერმა წყალდიდობამ  თურქეთის, გასული თვის კატასტროფული მიწისძვრების შედეგად  განადგურებულ, ორ პროვინციაში. სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ხუთ ადამიანს ეძებენ. 

წყალდიდობამ ადიამანისა და შანლიურფას პროვინციების ქუჩები მდინარეებად აქცია, გაიტაცა ავტომობილები, დატბორა საცხოვრებლები  და კონტეინერის სახლები, რომლებსაც თავს აფარებდნენ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახები.  ხუთი სირიელი გარდაცვლილი იპოვეს დატბორილი სახლის სარდაფში, ხოლო კიდევ ორი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელში დატბორილ ფურგონში.  

ადიდებულმა მდინარეებმა რეგიონში საავტომობილო გზის ნაწილიც წალეკა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი