აშშ უგულებელყოფს შავი ზღვის საჰაერო სივრცის შეზღუდვის ფაქტს - ლავროვი

16 მარტი 2023, 10:20 564 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები  შავ ზღვაში მისი ერთ-ერთი სამხედრო დრონის ჩამოგდებასთან დაკავშირებით კომენტარებში უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა  ამ ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის შეზღუდვები  დააწესა. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის  მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ რუსეთმა   შავი ზღვის რეგიონში ფრენებზე შეზღუდვები  დააწესა  და ეს  შეერთებულმა შტატებმა კარგად იცოდა.  

პენტაგონის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ფრენას, სადაც მოესურვება საერთაშორისო სამართლისდაცვის ფარგლებში, ლავროვი პასუხობს, რომ  ამ ლოგიკით შეერთებული შტატების ირგვლივ საჰაერო სივრცეს ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც სივრცეს შავი ზღვის თავზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი