დიეგო ჩხიკვაძე ზედიზედ მეორედ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

15 მარტი 2023, 22:58 933 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის  ევროპის ჩემპიონატზე  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში დიეგო ჩხიკვაძემ თურქი მოჭიდავე მუსტაფა ილდირიმი 2:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

დღესვე საბა მამალაძემ და გიორგი ჩხიკვაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში