შუახევის მერიის შენობის რეაბილიტაცია

14 მარტი 2023, 19:43 538 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს. თვითმმართველობამ პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, წინადადებების მიღება 15 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები   ჩაუტარდება როგორც  ობიექტის გარე ნაწილს, ასევე კაბინეტებსა და ელექტროგაყვანილობას. მერის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ნაგებობის  რემონტი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. პროექტისთვის აჭარის ტრანსფერიდან მიღებული თანხით 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი