„ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა“ - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

14 მარტი 2023, 14:45 597 ნახვა

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გადასახადს შორის არათანაბარი გარემოს გამო  წისქვილებს უკვე მეორედ მოუწიათ მუშაობის შეჩერება. ამის შესახებ ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ფერმერებმა საკმაოდ კარგ ფასად მოასწრეს ხორბლის ჩაბარება 1 ლარად. წელს კი ფასი 55 თეთრია.

აქედან გამომდინარე, საფრთხე ექმნება მთლიანი ჯაჭვის მუშაობას. სილაგავას  თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის ამოქმედებამდე, საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტი მხოლოდ 2% იყო, დღეს კი, 60%-ს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი