კრემლი არ ცნობს ჰააგის სასამართლოს - პესკოვი

14 მარტი 2023, 14:01 480 ნახვა

რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, - ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა  შეკითხვას, თუ რას ფიქრობს კრემლი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმის აღძრას გეგმავს. „ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას“ - განაცხადა დიიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსი პირების მიმართ დაკავების ორდერი მოითხოვოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი