საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

13 მარტი 2023, 21:45 499 ნახვა

წყალბურთის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრა ჩაატარა, სადაც საბერძნეთს დაუპირისპირდა და 7:17 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები 4 მატჩის შემდეგ, 1 მოგებითა და 3 მარცხით 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილს იკავებს. ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.

საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას ხვალ, 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში