ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი, გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება - თორნიკე რიჟვაძე

13 მარტი 2023, 17:38 642 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.

"ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას.

გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით. გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი