ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთვება

13 მარტი 2023, 11:29 1922 ნახვა

13 მარტს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთვება.

ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ტურნირის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ერთდროულად ჩაირთვება:

  • ბათუმში – ცენტრალური ბულვარის შესასვლელში;
  • თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე;
  • ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ.

ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ .

ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის YouTube არხზე 17:55 საათიდან იხილავით. 

დღესვე 13 მარტს დაიწყება უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა .
აბონიმენტების გაყიდვა TKT.GE-ზე  30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში