რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას საქართველოში მეორე ფრონტი - ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა სავიკ შუსტერმა გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა.
პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია დიდი კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა სამხედრო დაპირისპირებისთვის საქართველოს ძალები არ ეყოფა.
ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.