რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია - აღდგა საავტომობილო მოძრაობაც

09 მარტი 2023, 09:36 587 ნახვა

პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

პარლამენტთან ტერიტორიას ასუფთავებენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მომიტინგეების დასაშლელად  არაერთხელ გამოიყენა.

სპეციალურმა დანიშნულების რაზმმა ქაშვეთის ეკლესიასთან მომიტინგეების მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები გაარღვია და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა.

 მომიტინგეებმა ასევე დაწვეს ავტომობილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი