მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ. პროვოკაციას აწყობენ, სპეციალური დანიშნულების რაზმი მოიყვანეს. არაფერს არ აშავებს ეს ხალხი, თუ ისინი არ ისვრიან ტყვიებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ. პროვოკაციას აწყობენ, სპეციალური დანიშნულების რაზმი მოიყვანეს. არაფერს არ აშავებს ეს ხალხი, თუ ისინი არ ისვრიან ტყვიებს. დღესაც თვალები დათხარეს ხალხს, დაწამლეს, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. ყველა ადამიანი დაიმახსოვრეთ, ვინც აქ იყო, ისინი დავალების გამცემები იყვნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ნუ უწყობთ ქართველ ხალხს პროვოკაციას! ეს ხალხი არ გაჩერდება, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმს არ დავამარცხებთ! გამორიცხულია. დასარბევად ემზადებიან შეიარაღებულები, რად გინდათ იარაღი? ვინ იძლევა დავალებას?! ვის უნდა ესროლოთ? ქართველი ხართ, თუ რუსები?! დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც",- აღნიშნავს ხაბეიშვილი.