სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - პრემიერი

07 მარტი 2023, 13:40 568 ნახვა

სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. მათი ყოველგვარი სანდოობა დაკარგულია და ხალხი ამას ხედავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში  განაცხადა.

"რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც არის შექმნილი, ჩვენ მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ საწუხაროდ დღეს ქრთული პოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევით არ არის, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს – მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 7%-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების 2%-ს ქვევით. მესმის მათი, ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ჩვენი პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არის კიდევ უფრო გაზრდილი 50-60% არის ასული სანდობაა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას: სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რადგან ბრძენია. ამ ადამიანებმა, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი და ააშენებინეს სამხედრო ბაზები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ რთული რეალობის დროს, რაც ახლა მსოფლიოშია, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, საქართველოს ომის პოლიგონად გადააქცევდა.

"ძალიან რთული რეალობაა მთელს მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება. 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე ეს დესტრუქციული ხალხი [ოპოზიცია] რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი