ღორჯომი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტი

07 მარტი 2023, 11:26 692 ნახვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, მეწყერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ84-კმ106 (სოფ.ღორჯომი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ84 (ანგისა-სოფ.ღორჯომი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი