"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების ბიუროზე განხილვა პროტესტის ფონზე დაიწყო

07 მარტი 2023, 10:17 641 ნახვა

პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ბიუროს დღევანდელი სხდომა, სადაც "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ, აქციის ფონზე დაიწყო. 

პარლამენტთან მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. 

კანონპროექტების მოწინააღმდეგეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დაიწყეს. პარლამენტთან მობილიზებულია სამართალდამცველები.

მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

ბიუროს სხდომაზე დაწრების საშუალება არ ეძლევათ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ბიუროს სხდომის დარბაზთან გადაადგილების უფლება მისცეს ანა ნაცვლიშვილს და ხატია დეკანოიძეს, თუმცა, გიორგი ვშაძეს, გიორგი ბოტკოველს და ანა წითლიძეს ამის საშუალება არ მისცეს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით ორივე კანონპროექტის გატანაა დაგეგმილი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი