ბათუმის საკალათბურთო გუნდმა „თსუ“ 86:80 დაამარცხა.

06 მარტი 2023, 19:42 570 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად „თსუ-ს“ დაუპირისპირდა და 86:80 დაამარცხა. შავიზღვისპირელებს 32 ქულით, 7 მოხსნითა და 4 გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა. კარგი მატჩი ჰქონდა ბრენდონ ასლტონსაც, რომელმაც შეხვედრა 14 ქულით, 7 მოხსნითა და 5 გადაცემით დაასრულა. მასპინძლებისგან 33 ქულით, 3 მოხსნითა და 3 გადაცემით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა. ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 23 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი,  12 მარტს  შინ „ვერას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში