ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციებს გამართავს

06 მარტი 2023, 17:14 747 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ხატია დეკანოიძესთან, ხათუნა სამნიძესთან, თამარ კორძაიასთან და ანა ნაცვლიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

"პარლამენტის ბიურო დღეს ვერ შეიკრიბა და პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ შეიტანა რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია. ხვალ, ათ საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუული კანონის განხილვა. ამიტომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ ვიქნებით აქ 10:00 საათზე, ასევე, ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ევროპული მომავლის წართმევა.

მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მირ დაწყებულ პროცესში, რათა უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს, ექვს საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით და ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი