გიორგი მიქაუტაძემ ორი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა

05 მარტი 2023, 10:42 599 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 26-ე ტურში  "ანსის“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გიორგიმ 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. "მეციმ" კი "ანსი" 3-0 დაამარცხა.

27-ე წუთზე მეუქუტაძენ ტრაორეს გადაცემით ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე მან უკვე მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მატჩის 83-ე წუთზე კი ქართველმა დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში 0-3  დააფიქსირა. 

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის გათამაშებში 14 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება. ქართველს გარდა 14 გოლისა 6 საგოლე გადაცემაც აქვს.
"მეცს“  ამ დროისთვის 44 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ქართველი შემტევის გუნდი 13 მარტს, ჩემპიონატის ლიდერ „ლე ავრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში