20-ზე მეტი დარგობრივი ასოციაცია პარლამენტს განცხადებით მიმართავს. საუბრობენ საფრთხეებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში შესაძლოა შეიქმნას ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში.
ასოციაციების წევრები ამბობენ, რომ წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას.
ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება.