უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

03 მარტი 2023, 10:22 449 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, 24 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

დაიბომბა სუმის ოლქი, განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა.

ყველაზე ცხელ წერტილად კი ბახმუტი რჩება.

ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 85 შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის თვდაცვის ძალებმა რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს.

მათივე ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 6 ზონას დაარტყეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში