სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ბათუმში. ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტში დასაქმებულები საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის მიმართულებით გადამზადდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.