სამი საათია მიმდინარეობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების” სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს დილით, 6 საათსა და 30 წუთზე ადმინისტრაციული ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. დეპუტატები გუშინ ციხისძირში აქციის დროს დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე შექმნილი სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხებას, რაც მათი თქმით დენდროლოგიურ პარკში, ხის გადატანის პროცესს მოჰყვა.