დონეცკის „შახტარის” შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მცველმა უკრაინის ჩემპიონატში „მინაის“ წინააღმდეგ 29 წუთი ითამაშა.„შახტარი“ „მინაის“ ლვოვში დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. დონეცკელები უკრაინის პრემიერლიგის მომდევნო მატჩში ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 5 მარტს კვლავ ლვოვის არენაზე გაიმართება.