"დინამო ბათუმმა" მონტენეგროელი მცველი დაიმატა

01 მარტი 2023, 18:59 668 ნახვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “დინამო” ბათუმმა მონტენეგროელი მცველი საშა ბალიჩი დაიმატა - ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი, ერთი წლით განახლების ვარიანტით გაფორმდა. 

33 წლის ფეხბურთელი ბოლოს პოლონურ „კორონაში“ თამაშობდა, სხვადასხვა დროს ის ასევე „ზაგლების“, „კლუჟის“, „სარაევოს“, „ზაპოროჟიეს“ „მეტალურგის“, „კრივბასის“, ხორვატული „ინტერის“ და სერბული ოფკ-ის ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ბათუმი ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრას 3 მარტს შინ „საბურთალოსთან“ გამართავს.

მატჩი ბათუმი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი