საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ სპორტსმენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჭარის რეგიონიდან ოქროს მედალოსანი მოჭიდავეები მიიღო.
ლაშა გობაძემ, რამაზ ზოიძემ და გელა ბოლქვაძემ საერთაშორისო ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს.
კესარია მგელაძე კი საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში 15 წლამდელთა შორის. მოჭადრაკემ მეექვსედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული თანატოლთა შორის.