უკრაინელმა დამცველებმა გასული დღის განმავლობაში მტრის 85-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

01 მარტი 2023, 10:23 466 ნახვა

გასული ღამეს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა ისმოდა ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, პოლტავის, ხარკოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 85-ზე მეტი შეტევა ხუთი მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმა, მათ შორის 2 "შაჰიდის" უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება. რომლებიც, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.

მტერმა 68 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 11 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში