რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოსახლეობა რადიო და ტელევიზიით საჰაერო განგაშის შესახებ გააფრთხილეს. მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გაფრთხილება მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში გავრცელდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია. სანქტ-პეტერბურგის ცა 200 კილომეტრის რადიუსში უცნობი ობიექტის გამო დაიკეტა.
შეფერხდა საჰაერო მიმოსვლაც. რამდენიმე საათით დაიკეტა პულკოვოს აეროპორტიც. ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.