უკრაინაში პუტინის აგრესიის მე-2 წელი დაიწყო

26 თებერვალი 2023, 10:20 410 ნახვა

უკრაინაში ომის მეორე წელიწადი დაიწყო. ქვეყანაში წითელ ზონად კვლავ ბახმუტისა და კუპიანსკის მიმართულება რჩება. გვიან ღამით ოკუპანტმა იერიში კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა. დაშავდა 1 ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა მტრის 70-მდე შეტევა მოიგერიეს.

ოკუპანტებმა განახორციელეს 27 საჰაერო და 75 სარაკეტო დარტყმა. გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში მტერი ახორციელებდა საარტილერიო თავდასხმებს ჩერნიგოვის მიმართულებით.

34 დასახლება დაზიანდა ხერსონის ოლქში. ასევე რუსეთი ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებს, კერძოდ აშენებენ სიმაგრეებს.

უწყების ცნობით, ჩელიაბინსკის რეგიონიდან საინჟინრო სამუშაოების შესასრულებლად 150 რუსი წვევამდელი ჩავიდა.  უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 2022 წლის სექტემბრიდან მტრის 650-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში