კასიანოვის განცხადება - შეფასებები

25 თებერვალი 2023, 17:45 785 ნახვა

''ქართული ოცნების“ განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ ომის წლისთავზე ხელისუფლება მეგობარ ქვეყანაში არ ჩავიდა - ისევ განხილვის საგანია. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გუშინდელ განცხადებას, რომ მმართველი გუნდის "ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს", დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ნაწილი და უკრაინაში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ. იგივე პოზიციაზე არიან „ხალხის ძალის“ წევრებიც. კასიანოვის განცხადება „სამწუხარო რეალობაა“ ოპოზიციისთვის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება   უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებს შეგნებულად გაურბის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი